"ქანდაკება არსებობს ქვის
ხანიდან, ანუ დაახლოებით 6-7 ათასი წლისაა. პოეზიის მუდმივი თემა სიყვარულია. ქანდაკების მუდმივი
თემა კი - ადამიანი როგორც სამყაროში ფორმათა სრულქმნილი სიმბოლო, ხელოვნების ყველა დარგებს შორის ქანდაკება
ყველაზე კონსერვატულია - იგი ყოველთვის უბრუნდება თავის
ბუნებრივ ენას - ადამიანის სხეულის ფორმათა ენას" ასე აღიქვამს გამოჩენილი ქართველი
მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია ქანდაკების ხელოვნების არსს. ეს საშუალებას აძლევს შემოქმედებითი
თავისუფლება შეუხამოს ქალაქებისათვის დამახასიათებელ კანონიკურ დოგმებს და ყოველი ფორმა, რომელსაც ქანდაკებაში გაიაზრებს. უსასრულო და მრავალფეროვან სამყაროში, ადამიანის სხეულსა
და მის სულიერ სიღრმეებში მოიძიოს. მაშინაც კი, როცა თემატურ ქანდაკებაზე
მუშაობს, ცდილობს დაივიწყოს სახელწოდება და განზოგადებული იდეით საზრდოობს. მისთვის მთავარია მიაგნოს ფორმას და
მიაღწიოს ჰარმონიას, სულიერებას. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ეს თვისებები განსხვავებულ
მნიშვნელობას იძენენ "პირველობის" თვალსაზრისით გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევრებში.
გიორგი შხვაცაბაიას ბიოგრაფია
ჩვეულებრივია. იგი დაიბადა 1940 წლის 15 აპრილს თბილისში, იზრდებოდა მეცნიერთა წრეში. 1964 წელს ნიკოლოზ კანდელაკის, გიორგი ოჩიაურისდა ვალენტინ თოფურიძის მოწაფემდაამთავრა თბილისის სამხატვრო
აკადემია. მას შემდეგ ინტენსიურად მუშაობს და არა ერთი მხატვრული სახე თუ
აზრი გააცოცხლა ქვაში, ლითონსა თუ თიხაში. თამამი და იმედის მომცემი იყო
პირველივე ნამუშევრები. ნათელი გახდა, რომ გიორგი შხვაცაბაია პლასტიკის
შეგრძნების განსაკუთრებული უნარით ასევეა დაჯილდოებული, როგორც ჭეშმარიტი მუსიკოსი - აბსოლუტური სმენით. ტექნიკური
ოსტატობა დროს და
შრომას
უნდა მოეტანა.
მრავალი გამოფენების
ექსპოდენტი ჩვენში თუ უცხოეთში,
სხვადასხვა ქალაქში დადგმულ ქანდაკებ���თა ავტორი გოგი შხვაცაბაია იმ
შემოქმედებით ტრადიციებზე აღიზარდა, რომელიც საქართველოში უძველეს ხანში ქრისტეს დაბადებამდე
ჩაისახა კოლხეთში, შემდეგ ქრისტიანული არქიტექტორული ძეგლების კვალად
ვითარდებოდა და იკვებებოდა ძნელად ამოსახსნელი ქართული სულის ფენომენით. სული
უკვდავებამ კი ქართული ქანდაკების აღორძინება განაპირობა მეოცე საუკუნეში და
ახალი პრობლემები დაუსახა მას. უფროსი თაობების მსგავსად ‘სამოციანელებმა’,
რომელ
თაობასაც გიორგი შხვაცაბაია მიეკუთვნება, ყურადღება მიიპყრეს ინდივიდუალური
ხედვით, ქართული ქანდაკება ახალი თვისებებით გაამდიდრეს. ქართული ფორმის
ძიება ქანდაკებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია,- ამბობს
გოგი შხვაცაბაია, ქანდაკებაში ფორმა ქართულია მაშინ, როდესაც მას ქართული
სული და ქართული ტემპერამენტი ქმნის.
გიორგი შხვაცაბაიას
შემოქმედებაში დასაწყისშივე ორი ხაზი გამოიკვეთა. ერთ მხარეს დაჯგუფდა
ნამუშევრები, რომელშიც ადამიანის ფიზიკური ძალა ექსპრესიული, მკვეთრი
მოძრაობებითა მოხაზული("ლელო",იკაროსი","ცეკვა"
და
სხვა), ხოლო მეორე მხარეს ნაწარმოებები, რომელთა ფორმის გარეგნულ
სიმშვიდისა და "დამცხრალ"
ჟესტიკულაციაში ნატიფი სულიერი
მოძრაობაა მინიშნებული ("სიმღერა", მზეო ამოდი", "ამაღლება"). ფორმის დაუფლების, ხელწერის სრულყოფისაკენ
მიმართულმა ძიებებმა
თავი იჩინეს აბსტრაქციებში. აქ ძირითადია სკულპტურული მასების სივრცესთან დინამიკური
დაკავშირება("ამბორი",
"დასვენება", "წამოწოლილი
ქალი" და სხვა). ამ სტილის რამდენიმე ნამუშევარმა რეალიზება ჰპოვა სივრცეში (თბილისი, მცხეთა, ბიჭვინთა,
მოსკოვი).
1975 წელს მოქანდაკე ქმნის ქალის შიშველ
ფიგურას "ახალგაზდრობა". ფორმის არქიტექტონიკით, შინაგანი დინამიკით გამორჩეული, ნათელი და ჰარმონიული
ნაწარმოები დაჯილდოვდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედლით. სახვით ხელოვნებაში წლის
საუკეთესო ნამუშევრისათვის,
ნაწარმოები შეისყიდა ტრეტიაკოვსკის გალერეამ, ხოლო პრემირებული ნაწარმოების
ავტორი გაიგზავნა იტალიაში, შემოქმედებით მივლინებაში.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ
განსაკუთრებით გაფართოვდა შხვაცაბაიას ჟანრული დიაპაზონი. ინტერესით მუშაობს
პორტრეტზე. ქმნის ქართველი მწერლების, ნიჭიერ მსახეობათა და შემოქმედთა პორტრეტებს (ილია ჭავჭავაძე,
ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მირზა გელოვანი(ძეგლი), ვერიკო ანჯაფარიძე, ევგენი მიქელაძე, ვიქტორ დოლიძე,
გიორგი დანელია, მაია პლისეცკაია, გიგლა სარიშვილი, ..."ხელოვნებისმცოდნე" და სხვა). აქვს ჭედური ნამუშევრები , მუშაობს მედლის
ხელოვნებაში - ორი ბრინჯაოს მედალი დაცულია ნოტრდამის მუზეუმში ("მატისი"და "Vide-Sile").
კამერული კომპოზიციების პარალელურად წლების
მანძილზე შექმნა მემორიალური სკულპტურული კომპლექსები: 1941-1945 წ.წ. მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი თელეთში, თბილისის 9 აპრილის
ბაღში განხორციელებული სკულპტურული კომპოზიციები "ხსოვნის კედელი" და
"დროშები ჩქარა".
საკონკურსო ბატალიებში გამარჯვების შემდეგ 1990 წელს ქუთაისში
გაიხსნა პოეტ გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი, რომელიც შხვაცაბაიამ პოეზიის
უკიდეგანო სამყაროს სიმბოლოდ
გაიაზრა. იგი ქანდაკების
სივრცესთან დამოკიდებულების ორიგინალურ ნიმუშს
წარმოადგენს. ნაწარმოები საქართველოს 1991 წლის სახელმწიფო პრემიით
აღინიშნა.ფლორენციის გულმოწყალების
საერთაშორისო საზოგადოებისათვის (Misercordia) შეიქმნა ქანდაკება "გულმოწყალება". ქალის მოგრძო ჰაეროვანი სხეულის
ქრისტიანული მიმტევებლობის ჰუმანური იდეა.
1992
წლის 5
ივნისს საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში ბარსელონის ოლიმპიადის ცეცხლის
დანთების ცერიმონიალის დროს საზეიმოდ გაიხსნა "მშვიდობის ჩირაღდანი" - ბრინჯაოს ფრთოსანი ქალის ქანდაკება, რომელიც
კაცობრიობას მოუხმობს მშვიდობისაკენ, თავისუფლებისა და ხალხთა შორის
მეგობრობის მაღალი იდეალებისაკენ. ძეგლი აღიმართა სულ რაღაც
ოთხას მეტრში იმ ადგილიდან, სადაც უკვდავი პრაქსტელეს "ჰერმესი"დგას. ბერძნულმა გაზეთმა "დემოკრატიამ"ასეთი შეფასება მისცა ქართველი
შემოქმედის ნაღვაწარს : "ამ ბრწყინვალე
ნამუშევარმა
აღტაწებაში მოიყვანა ბერძნული საზოგადოება. ჩვენ ვიხილეთ მეოცე საუკუნის
თვალსაჩინო მოქანდაკის თანამედროვე "NIKE",რომელიც წარუშლელ
შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ძეგლი ნიმუშია მრავალტანჯული ქართველი ერის
მშვიდობის იდეალებისა, ერთგულებისა, ჰუმანური და ესთეტიკური
მსოფლმხედველობისა. ძეგლის ავტორი გიორგი შხვაცაბაია ბერძენ და ქართველ
ხალხთა შორის მეგობრობის დესპანად გამოაცხადეს". "ამიერიდანმეგობარ საქართველოსთან
ჩვენ დაგვაკავშირებს ეს გასაოცარი
ძეგლი-სიმბოლო, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლობას საქართველოს ხალხისა
და მთავრობისადმი, ისევე როგორც მისი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისადმი,
"მშვიდობის ჩირაღდნის" ავტორისადმი,
ძეგლისა, რომლის გახსნის პატივი და რომლის მშვენებისა და ღირსების წარდგენა
მაღალი ესთეტიკური გემოვნების მქონე ბერძენთა განცვიფრებული მზერისათვის დღეს
წილად მხვდა მე"- თქვა ძეგლის გახსნის დღეს
საბერძნეთის პარლამენტის სპიკერმა ათანას
კანელოპულოსმა.
"ეს მონუმენტი ჩვენს ორ ხალხს
შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ჩინებული
სიმბოლოადა
სამუდამოდ დარჩება საბერძნეთის მიწაზე დაფნის გვირგვინით შემკული ფრთოსანი
ქანდაკება, როგორც სიმბოლო საქართველო-საბერძნეთის
ურთიერთკავშირის, უძველესი
ტრადიციების აღორძინებისა და მსოფლიოს ხალხებს შორის მშვიდობის
დამკვიდრებისა" - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა
კონსტანტინოს
კარამანლისმა.
გიორგი შხვაცაბაიას
ნამუშევრები წარმოდგენილია
საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის
გალერეაში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების
მუზეუმში, საბერძნეთში,
თურქეთში, იტალიაში, ამერიკის
შეერთებულ შტატებში, პოლონეთში,
უზბეკეთში და კერძო კოლექციებში. გიორგი შხვაცაბაია
არის საქართველოს სახალხო მხათვარი, სახელმწიფო პრემიის
ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
ძირითადი ნამუშევრები
: “Rest” (1967), “Sculpture of
Mirza Gelovani”, “Figure of a young woman” (1976, Medal of the USSR
Academy of Arts for the best work), “Memorial of the Missing” (1978,
Teleti), “Flower of friendship” (1980, Rukhi), “Commemoration wall” (1981,
Garden of the 9th of April, Tbilisi), “Flags” (1989, in the same Garden),
Sculpture of Galaktion Tabidze (1989, Kutaisi, Prize of Georgian Council
of Ministers), “Veriko Anjaparidze” (1990, Mtatsminda Pantheon), “Peace
torch” 1992, Greece, Olympia), “Mother land” (1997, first capital of Greek
Republic Navplion), “Sculpture of Zhiuli Shartava” (1997,
Senaki),“Sculpture of Yevgeny Mikeladze”(2000,Z.Paliashvili Opera and
Ballet House,Tbilisi)"Elevation"
(2004,Squere of Heroes,Tbilisi).